ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
მათივე განცხადებით, თბილისის გამგეობებისა და "ეკოსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.