20 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
2019 წელთან შედარებით ტურიზმის სექტორში 51%-იანი ზრდაა

2019 წელთან შედარებით, ტურიზმის სექტორში 51%-იანი ზრდაა.

ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, მილიონ 200 ათასზე მეტმა მოგზაურმა გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი, ამ პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტს 866 მილიონი დოლარი შეემატა.

სტუმრათმოყვარეობა, ტრადიციები, ბუნება, ქართული სამზარეულო. ეს ის მიზეზებია, რის გამოც უკრაინელმა ტურისტმა საქართველოში კიდევ ჩამოსვლა გადაწყვიტა. იგორ არქიპოვის მსგავსად, თბილისის ქუჩებში დღეს კიდევ ბევრი მოგზაური გამოჩნდა, რომლებიც საკუთარ ემოციებს არ მალავენ.

მიუხედავად ეპიდვითარებისა, სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად საქართველოს ათასობით მოგზაური სტუმრობს.

სასტუმრო "სტამბას", "რუმსის" გენერალური მენეჯერი, ნათია ჩიკვილაძე, "კურიერთან" ადასტურებს, რომ წინა წელთან შედარებით სასტუმროს 53%-ით მეტი ჯავშანი აქვს. თითქმის 2 წლიანი ჩაკეტვის შემდეგ, ტურიზმის სექტორში დადებით დინამიკაზე ეკონომიკის სამინისტროშიც საუბრობენ.

პოზიტიური მონაცემების გამო, ევროკონტროლმა საქართველო ტოპ-3 ქვეყანას შორის დააბრუნა.

არსებული მონაცემების გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად ეტაპობრივად საქართველოს უცხოეთიდან ცნობილი ბლოგერები სტუმრობენ და ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ათიათასობით მიმდევარს უზიარებენ. 

ზამთრის კურორტებმა, სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. სვანეთში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება. გაუშვებენ გონდოლას ტიპის უახლეს საბაგირო კომპლექსსაც.

დღის ამბები