20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დიპლომატებთან ერთად კახეთში იმყოფება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთს სტუმრობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად თავდაპირველად ყვარლის ევროკლუბს ეწვია და მისი დაარსებიდან 2 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო. 

ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“  მხარდაჭერით დაარსდა.  ევროკლუბის მთავარი მიზანი დასავლური ღირებულებების გავრცელება და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაა. 

დღესვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ "EU4Business“-ის ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ სხვადასხვა ენერგოეფექტურ პროექტებს. კერძოდ, სასტუმრო ყვარლის ტბას, რომელიც განახლდა ენერგოეფექტურობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. ასევე "ასკანელი ძმების“ მეღვინეობას, რომელსაც მხარდაჭერა გაეწია სურსათის უვნებლობის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.

ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი ხვალ  ეწვევა თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებს. 

დღის ამბები