ელენე ხოშტარია, შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაცის კურსს გადის.
ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ანალიზების პასუხები დამაკმაყოფილებელი.
"დროას" ლიდერი "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობს. ექიმების თქმით, ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 17 დღე შიმშილობდა.