03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
"ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას,"-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობკომპანიებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს დასკვნაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელი უნდა შეუწყონ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას ხელი, ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება,  რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მომხმარებლები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, კომპანიის ინტერესები, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია, ეს არის გამჭვირვალე პროცესი, თუ კომპანიას ექნება პრეტენზია და ვა გაგრძელდება სასამართლოში, მთავრობა არ ერევა ამ პროცესში, ეს არის კონკურენციის სააგენტოს დისკრეცია და აღნიშნული გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები