16 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
"პოლიტიკაში თავის დამკვიდრების მცდელობა" - როგორ აფასებს მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივას

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას "პოლიტიკაში თავის დამკვიდრების მორიგი მცდელობა" უწოდა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივების განსახორციელებლად გაცილებით ეფექტური გზები არსებობს, მათ შორის, საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით. 

"ბატონი ხაზარაძე ცდილობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პოლიტიკაში საკუთარ ადგილს მიაგნოს, რომელიც ვერა და ვერ მოახერხა და ვერ იპოვა, საიდანაც ის შეძლებდა, რომ ეფექტიანად შეესრულებინა ოპოზიციის ფუნქცია. მორიგი მცდელობა მგონია ეს ინიციატივა, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რაც შეეხება შინაარსს - მგონი, გაცილებით ეფექტიანი პლატფორმები არსებობს, მათ შორის, საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 3 ინიციატივას ასახელებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები