16 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ჩვენს ზოგიერთ კოლეგას, რომელთაც კაზინოების ბიზნესი აქვთ კონკურენტების შეზღუდვა უნდათ, რეალურად ათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს - იაგო ხვიჩია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესთან და ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება, "ღამის კურიერის" ეთერში დებატების ერთ-ერთი თემა გახდა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, საკითხის წამოწევით სახელმწიფო რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

 "ეგ არის სხვა თემის გადასაფარად შემოგდებული თემა. ეს არის საკითხი, რომელიც ამ ქვეყანაში არავის არ აწუხებს და ეს არ არის საქვეყნო პრობლემა. არავის ეს თემა არ აწუხებს შინაარსობრივად, გულწრფელად. სინამდვილეში პრობლემათა 100-ულ ჩამონათვალში არ იქნება ონლაინ კაზინოების შეზღუდვა. ონლაინ შევზღუდავთ, ჩვეულებრივს დავტოვებთ, ესეც ხომ ცალკე აბსურდია და სინამდვილეში ეს ყველაფერი არის მიშა-ბიძინას სპექტაკლის გაგრძელება, იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავიდეთ რეალურ პრობლემებზე და ხელისუფლებას მართლა რამე არ მოვთხოვოთ.

ონლაინ თამაშები არ არის სახელმწიფოს პრობლემა. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ოჯახის პრობლემა, კონკრეტული ადამიანის პრობლემა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს პრობლემა. ჩვენ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები გვაქვს, რაღაცაზე ვართ დამოკიდებული, რაღაც მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს სახელმწიფო პრობლემა და ყველას ესმის ეს. იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნეს ინტერესები დაიცვან პარლამენტში მყოფმა ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ, რომელთაც რეალური კაზინოების ბიზნესში აქვთ ინტერესები და კონკურენტების შეზღუდვა უნდათ, ეს თითიდან გამოწოვილი თემა გახადეს პრობლემა, რომელზეც საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ახლა. მაგრამ შინაარსობრივად ამას, რომ მივიღებთ, (ისე რომ ქალბატონ ანა დოლიძეს მოეწონება,) მის მერეც ღარიბები ვიქნებით, მის მერეც იქნებიან დამოკიდებული პირები და რამდენიმე ათასი ადამიანი დაკარგავს უბრალოდ საქართველოში სამსახურს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები