პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს.
ზოგიერთი წარსულში ნასამართლევია. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.