16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი და მისი მოგვარების გზები - ლატვიის დელეგაციის წევრები ოპოზიციას შეხვდნენ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და მისი მოგვარების გზები - ლატვიის დელეგაციის წევრები ოპოზიციას შეხვდნენ. შეხვედრა გაფართოევბულ ფორმატში, პალამენტში გაიმართა.

უმცირესობის განცხადებით, ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრებთან ძირითადად ის საკითხები განიხილეს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნნელოვანია.

"არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ეს გამოიწვია გაყალბებულმა არჩევნებმა, ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფამ, ისევე, როგორც პოლიტიკურმა შურისძიებამ. კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია, ერთის მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება და, ასევე, ვადამდელი არჩევნები, რომელიც ლეგიტიმაციას დაუბრუნებს პარლამენტს,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ფიქრობენ, რომ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირისკენ გზაზე შიდა პოლიტიკური პროცესები აფერხებს. 

"ჩვენი მეგობრების აზრია, რომ ქვეყანას გაუჭირდება წინ მოძრაობა, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, სანამ არ მოიძებნება გადაჭრა იმ პრობლემების, რომელიც უკავშირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას. ამიტომ, ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას - როგორც ბოლო არჩევნების, ისე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციასთან შეხვედრამდე ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები უმრავლესობის წარმომადგენელს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდნენ.

დღის ამბები