ნატოსთვის საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან - ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლატვიის დედაქალაქში NATO-ს წევრი სახელმწიფოების, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის გახსნაზე გააკეთა. რიგაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი , საქართველოსა და უკრაინასთან პარტნიორობის მნიშვნელობას.
"განსაკუთრებით მივესალმები მინისტრ ზალკალიანს და მინისტრ კულებას, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან და უკრაინასთან. ივნისში ბრიუსელის სამიტზე ჩვენმა მოკავშირეებმა დააფიქსირეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მიმართ. საქართველო და უკრაინა, NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში, ისწრაფვიან ნატოს წევრობისკენ. ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვრჩებით ერთგული, რომ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოსა და უკრაინას,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.