16 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"საჯარო და კერძო სკოლებისა  ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა"- მიხეილ ჩხენკელი

პარლამენტში განათლების მინისტრს უსმენენ. მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემიაა.მისივე თქმით, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლებში. მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგების ანაზღაურებისა და სამეცნიერო სფეროს დაფინანსების გაზრდის შესახებ ისაუბრა

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრი პრიორიტეტია ახალგაზრდებისა და თითოეული მოქალაქის ხარისხიან განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განათლების ყველა საფეხურზე. თუ აქამდე საქართველოს ისტორია მე-10 კლასში ინტეგრირებული იყო  ისტორიის მეცნიერების შესავალში, მომავალი წლიდან საქართველოს ისტორიას მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან. ასევე, ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში. ერთობლივი მუშაობის შედეგად, ამ ხნის განმავლობაში, საჯარო და კერძო სკოლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა,“- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

დღის ამბები