16 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების გამო, კიდევ სამი პირი დააკავეს - მათ გამოძიება პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას ედავება.

ამავე ბრალით დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ თამლიანი, რომელსაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მან ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ბესიკ თამლიანის 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს. 

სხდომას ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ასევე, ბესიკ თამლიანი დედა, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ცნობილია, რომ ბესიკ თამლიანს ბრალად პოლიციელებზე ძლადობა ედება. 

სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლები განმარტა და თქვა, რომ არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხე, ბრალდების მხარემ კი, ბესიკ თამლიანისთვის პატიმრობის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე. 

დღის ამბები