16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
ენტონი ბლინკენმა ჩვენს მოკავშირეებს უკრაინიდან და საქართველოდან კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ - ნედ პრაისი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რიგაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ვიზიტი დაასრულა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, მინისტერიალის მეორე დღეს ენტონი ბლინკენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.

"სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდა ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღეს. მან ჩვენს მოკავშირეებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ" - წერს სოციალუსრ ქსელში მოკავშირეებთან მიმართებაში ნედ პრაისი.

დღის ამბები