საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს:
"მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვნილი. მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, უბრალოდ დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოტეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა. მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი. ამათ აღარაფერი გამოასწორებს. ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება. მთლიანად უნდა შეიცვალოს და უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა შეიქმნას სტანდარტები. ქვედა დონეზე უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა და უნდა მოხდეს არა მუდმივი დანიშვნა, არამედ გარკვეული ვადით დანიშვნა, ძალიან მკაცრი ეთიკის კოდექსი და ძალიან მკაცრი კონტროლი შიგნით, საზოგადოების მონაწილეობით. არა ისე, რომ თვითონ აკონტროლებენ თავის თავს და კლანი, საზოგადოების მონაწილეობით," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.