პიჯაკები, დროშები და ბანერები წარწერით "თავისუფლება მიშას" - სოლიდარობის ნიშნად საქალაქო სასამართლოსთან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები და მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ.
პროცესის მიმდინარეობას კი სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე მიადევნეს თვალი, პერიოდულად ისმოდა აპლოდისმენტებიც.
წინა სასამართლო სხდომისგან განსხვავებით დღეს ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, შეკრებაც ისე დასრულდა, რომ პოლიციას დაუმორჩილებლობისთვის არავინ დაუკავებია.
პერიმეტრს დღესაც სამართალდამცველთა განსაკუთრებული რაოდენობა აკონტროლებდა.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე