რუსთავში საკრებულოს თავჯდომარე ვერ აირჩიეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და გახარიას გუნდის წევრებმა სხდომა დატოვეს.
გახარიას გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი კანდიდატის დასახელება ემსახურებოდა დაბალანსებულ და განაწილებულ მმართველობას. მათივე თქმით, ინდივიდუალური კონსულტაციების წარმოება არ მოხდება არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან".
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ისინი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავენ.
მმართველ გუნდი კი ყველა ოპოზიცურ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს რუსთავის შეუფერხებელ განვითარებას.