16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ირაკლი ალასანია მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს - წულუკიანი სამადაშვილს

კამათი პარლამენტში - სიტყვიერად ერთმანეთს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და ოპოზიციონერ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ.

წულუკიანმა სამადაშვილს მისი პარტიული კუთვნილება შეახსენა, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ თავად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო.

"დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ - ისინი ყვირიან მუზეუმს ანგრევენო, ვინც ან მუზეუმს ანგრენდა ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ისინი ყვირიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ეს არ არის სიძულვილის ენა - ის ვინც პატიმარს აუპატიურებდა, არის გამაუპატიურებელი! ის ვინც კლავდა, არის მკვლელი - ერთ-ერთი დღეს გალიიდან გველაპარაკება. ეს ალბათ სიძულვილის ენაა, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ქალბატონო სალომე რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზემოთ რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესოა," - განაცხადა თეა წულუკიანმა სალომე სამადაშვილის მისამართით.

"ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს! - ამ განცხადებით უპასუხა წულუკიანმა სამადაშვილს,

თავის მხრივ, კულტურის მინისტრს სამადაშვილმა მოუწოდა, "საკუთარი შხამი, ბოღმა და ცხოვრებისადმი უკმაყოფილება სხვაგან გამოხატოს, ხოლო პარლამენტში დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი".



 

 

დღის ამბები