16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციებში სურს წევრობა - კელი დეგნანი

კრემლის მორიგ გზავნილს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები. საუბარია სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის თეზისების გამეორება ცეცხლთან თამაშია.

ამერიკის ელჩმის კელი დეგნანის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს.

"ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები მიმდინარე კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს ალიანსის წევრები.

უცნაურია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამას ახლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას 90-იან წლებში, რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები. საქართველოს ასევე აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა." -ამბობს კელი დეგნანი

დღის ამბები