16 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
სუსის განცხადებით, ამ წუთებში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მალხაზ ჯანელიძის გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მახლაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

"ამ წუთებში, 1 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მახლაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები