26 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
"ჩვენ გვინდა უფრო კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა, სადაც მეტი ტექნოლოგია, მეტი ინოვაცია იქნება"- ლევან დავითაშვილი

ახალგაზრდების სოფლის მეურნეობით დაინტერესების თემაზე შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სოფლის განვითარების სააგენტოს ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟიორებს შესაძლებლობა აქვთ, სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული მიმართულებების პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინონ. შეხვედრაზე, სტაჟიორებს წიგნები და საექსტენციო საქმიანობისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ.

"ჩვენ გვინდა უფრო კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა, სადაც მეტი ტექნოლოგია, მეტი ინოვაცია იქნება და ახალგაზრდებს ეს, რა თქმა უნდა, უკეთესად გამოუვათ. შესაბამისად, უკეთესად შეძლებენ ფერმერებთან ინფორმაციის მიტანას და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდა ფერმერებში ჩართვასაც სოფლის მეურნეობაში,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა ქეთი ჭუმბურიძე - პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორი. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები