პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით.
პრემიერის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.
"როგორც იყო ჩვენი დაპირება - მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.