დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 55-ე რაუნდი იწყება. ქართული მხარე მთავარ განსახილველ თემებად, ამჯერადაც, მცოცავ ოკუპაციას, გატაცებებს, ადამიანის უფლებების დარღვევასა და საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს წამოაყენებს. ეს ის საკითხებია, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებების გამო, ტრადიციულად,მოუგვარებელია.
ჟენევაში მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.