16 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარისა და ე. წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება - რას გულისხმობს ინიციატივა

ცესკოს თავმჯდომარისა და ე. წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში კიდევ ერთი შესწორება შევა.

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი თუ პირველ ჯერზე 100 ხმით ვერ აირჩევა, მას მეორე ჯერზე უბრალო უმრავლესობა დაამტკიცებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა იყოს მაღალი ნდობით აღჭურვილი პირი. 

მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ვადების თვალსაზრისით პროცესები ბევრად უფრო მარტივდება. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცესკოს კანდიდატების არჩევის პროცესმა ვადებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოავლინა. 

"ვადების თვალსაზრისით საქმე გვაქვს გამარტივებასთან, რადგან წინა პროცესმა გვაჩვენა ხარვეზები. აბსოლიტურად მიზანშეუწონლად იყო გაწერილი ის პროცესი რაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევას ეხებოდა,"- აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში უკვე მომზადდა, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები -შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

შეგახსენებთ, ცვლილებების თანახმად შენარჩუნდება დღეს მოქმედი ნორმა, როცა პირველ კენჭისყრაზე, კანდიდატების არჩევა – 100 ხმით ხდება, თუმცა გაუქმებულია მეორე კენჭისყრა, როცა კანდიდატის არჩევა 90 ხმით უნდა მომხდარიყო. ასევე გათვალისწინებულია მესამე კენჭისყრა, როცა კანდიდატების დამტკიცება 76 ხმით ხდება.

დღის ამბები