16 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ეს არის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება - დავით ზალკალიანი კონგრესმენების გადაწყვეტილებაზე

ამერიკელი კონგრესმენების გადაწყვეტილებას, მიმართონ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებისთვის - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქვეყნისადმი ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებად აფასებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების აღნიშნული წერილი, ეს არის ერთობლივი, ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან, ყველა შესაბამის კომიტეტთან, იმისთვის, რომ მსგავსი წერილით ყოფილიყო გამოხატული კონგრესის ნება, მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ მხარდაჭერა იმისკენ, რომ საქართველო აუცილებლად იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - ამბობს დავით ზალკალიანი. 

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სავაჭრო კავშირების განმტკიცების მოწოდებით 8 კონგრესმენმა შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართა.

დღის ამბები