16 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ალიანსის კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, თუ ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ - ენტონი ბლინკენი 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. ენტონი ბლინკენი "ენბისი ნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, თუ ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მძიმე შედეგებს, რაც ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება. ვაშინგტონი რუსეთს საკითხის დეესკალაციითა და დიპლომატიით მოგვარების გზასაც ახსენებს.

"ალიანსმა 2008 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის და თუ ისინი ნატოში წევრობისკენ სწრაფვას განაგრძობენ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს. არ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს, არ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორეს უკარნახოს მისი არჩევანი და გადაწყვეტილება, მისი საგარეო პოლიტიკა, ვისთან იყოს ასოცირებული.

არ შეიძლება ერთ ქვეყანას გავლენის სფერო ჰქონდეს სხვებზე. ეს არის რუსეთის მიზანი და ჩვენ თუ ამას დაუსჯელს დავტოვებთ, მაშინ მთელი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ომების თავიდან აცილებას, საფრთხეში აღმოჩნდება," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები