16 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე" - ექსპრეზიდენტი ადვოკატმა მოინახულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა. მისი თქმით, ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელში ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას.

"ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, სამართლებრივად აქტუალურ საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ რეაგირება სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე. მოგეხსენებათ, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და ეს ჩვენი მოსაზრება კი არ არის, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მისი დაპატიმრების დღიდან არაერთხელ დაირღვა და ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევითაა დაკავებული,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

დღის ამბები