16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
გასაკვირი არაფერი არ არის - ეკატერინე ტიკარაძე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზე 

ვინ მოიაზრება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე - ეკატერინე ტიკარაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ მისი შემცვლელი შესაძლოა არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა გახდეს.  

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თალაკვაძეს სამედიცინო სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ მის პორთფელს სწორედ ის გადაიბარებს. 

ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულა, რომ მისი შემცვლელი ღირსეული კადრი იქნება და დაწყებულ პროგრამებს გააგრძელებს.

"იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები. ვინაიდან, ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას. 

არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან, მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ასევე მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა C ჰეპატიტთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მე თვითონ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ," - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები