16 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
"მიჭირს იმ სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესაბამება სააკაშვილის გაფარჩაკებულ თუ გაბანძებულ მდგომარეობას" - ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის სააკშვილისეული მოდელი - ყოფილი პრეზიდენტი ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას საკუთარ წინადადებებს შესთავაზებს, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობს უცნობია, თუმცა პირად "ფეისბუქზე" უკვე გამოქვეყნებულ წერილში განმარტავს, რომ "თავდადებისა და წინააღმდეგობის" კერების გარეშე არაფერი გამოვა. მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას უვე მოყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, უჭირს იმ სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესაბამება სააკაშვილის მოცემულ მდგომარეობას. 

"მიჭირს იმ სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესაბამება სააკაშვილის გაფარჩაკებულ თუ, ბოდიში და გაბანძებულ მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, ამავე წერილში ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ არავისთან ბოდიში არ აქვს მოსახდელი და თუ ვინმეს ქონია ბოდიში მოსახდელი თურმე ყოფილა ხელისუფლება. აი ამ განაცხადების შემდეგ საუბრობს ეს ადამიანი რაიმე შერიგებაზე,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შერიგებაზე საუბარი ფარისევლობაა. 

" ჩვენ ვნახეთ ის ტონი, ის მიმართვა, რომ იქეთ აქვს საპატიებელი "ქართულ ოცნებას". ეს არის ფარისევლობა ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე გამოვიდეს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით კი, მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი სასჯელს სრულად მოიხდის.

დღის ამბები