ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე შეეხო.
როგორც დავით ზილფიანმა განაცხადა, შერიგება, ხელის ჩამორთმევა, ამნისტია, ეს ყველაფერი ძალიან ჰუმანური ქმედებებია.
"კონკრეტულად მინდა, ვამხილო ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესი, რომელიც ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი. ოპონენტებს მინდა გთხოვოთ, რომ თავი შეიკავოთ დემონსტრირებისგან იმისა, რომ შესაძლოა, ვინმე ვინმეზე უფრო მეტი დემოკრატი ან უფრო მეტად ჰუმანური იყოს. ყველას გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ნიკანორ მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე, აქ, პარლამენტის ამ დარბაზში იყო ძალიან დიდი აზრთა სხვაობა ატეხილი იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ამნისტია. როდესაც შემოთავაზება მოვიდა ამნისტიისა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფართო და უნდა შეხებოდა ყველას, მაშინ ატყდა მთელი ამბავი, არავითარ შემთხვევაში, უნდა დაისაჯონ ისინი, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, იმათ დავსჯით. ახლა ვითარება შეიცვალა ნიკანორის მაგივრად ბატონი მიხეილია. ახლა დიდი საყოველთაო შერიგებაა თურმე საჭირო, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ა.შ. ეს ძირეულად მიმაჩნია, რომ არის ფარსი. რას ნიშნავს შერიგება? ყველა ჩამოვყალიბდით და ვფორმირდებოდით რაღაც გარემოში, ცხოვრების რაღაც ნაწილი გვაქვს გავლილი. შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ სულ მცირე რაღაც წამართვი, რაღაც მომპარე, რაც დამინგრიე, იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ, ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება, ჩამოგართვა ხელი. იცი რა? რაც გაგიკეთე, გაგიკეთე და ახლა მოდი შევრიგდეთ – აი, ეს არ არის შერიგება. შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა დადო ერთი თვის წინ, ეს არის ერთადერთ გამოსავალი, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ". უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე, მხოლოდ ეს არის, ამ შემთხვევაში მივიღებთ, რომ მათ მიერ დეკლარირებული პოზიცია, რომ ქვეყნისთვის კარგი და კოალიციური მთავრობა პირველ რიგშია და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში, ეს დამტკიცდება. ისემც თქვენ რა გითხარით, რომ ასე არ გინდოდეთ," - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.
ზილფიმიანის თქმით, ამ შემთხვევაში, გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ხმები არ დაიკარგება, ისინი ჰარმონიულად გადაანაწილებენ თავისი ინტერესის მიხედვით სხვა დანარჩენ პარტიებზე და გარკვეული ოდენობა "ოცნების" ხმებისა, რომლებიც
"ოცნებას" მხოლოდ იმიტომ აძლევენ ხმას, რომ "ნაციონალები" არ მოვიდნენ, ისიც გარკვეულწილად გადანაწილდება, ეს არის გარანტირებული ფორმულა კოალიციური მთავრობისა, შემდეგ არჩევნებზე, თუ არადა კვლავ გარანტორებად დარჩებით "ოცნების" მეოთხე ვადით მოსვლაზე. ყველაფერი გამიგია, სამი მეგობარი ჯუჯის ამბავიც, სამი მუშკეტერიც და სამ პრეზიდენტსაც მალე გავიგებთ, მაგრამ ეს არის შინაარსისგან დაცლილი ვითარება და ცარიელი კასრია, სწორედ ამიტომ არის დიდი ხმაური, რომ ცარიელი კასრი ყოველთვის დიდად ხმაურობს," - განაცხადა ზილფიმიანმა.