16 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
მწვავე დაპირისპირება, რომ ყოფილიყო ეკატერინე ტიკარაძე სავარაუდოდ, არც პოლიტსაბჭოში დარჩებოდა- ირაკლი კობახიძე

ჯანდაცვის მინისტრის მიერ, თანამდებობის დატოვებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ეხმაურება. ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამორიცხავს.

"მინისტრის დანიშვნა, საქართველოს კონსტიტუციის კანონმდებლობის თანახმად, არის პრემიერის პრეროგატივა. პრემიერს აქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები სთხოვოს გუნდს და ბუნებრივია, ეს კონსულტაციები გაიმართება ისევე როგორც იმართება ყველა მინისტრის შერჩევის პროცესში. აქედან გამომდინარე, თუ დასჭირდება პრემიერს კონსულტაცია გუნდის მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველა იქნება ამაში ჩართული. შესაბამისად, პრემიერის პრეროგატივაა, მინისტრის დასახელება და ის დაასახელებს მინისტრობის კანდიდატს.

რომ ყოფილიყო რაიმე მწვავე დაპირისპირება, ბუნებრივია, ეკატერინე ტიკარაძე სავარაუდოდ, არ დარჩებოდა არც პოლიტსაბჭოში, მაგრამ ის რჩება გუნდის წევრად, ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები