16 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
სიტყვა "გამოკვლეებული" თურმე არ ყოფილა ხუმრობა და "ცეცხლს ეთამაშები" ყოფილა ხუმრობა - ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ნიკა გვარამიას მიერ პროკურორის სავარაუდო შეურაცხყოფას. გვარამია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე პროკურორების მიმართ გამოყენებული სიტყვა - "გამოკვლევებული" ხუმრობით იყო ნათქვამი.  

"ხუმრობით ამ სიტყვას რა კონტექსტში გამოვიყენებ ეს არის ჩემი საქმე და ნებისმიერ შემთხვევაში ეს დარჩება ხუმრობად.მერე მე მკითხეს ერთ მშვენიერ დღეს ყველამ, რომ დაიწყოს ჩემზე სიტყვა "გამოკვლევებულით" მომართვა, ვიქნები თუ არა შეურაცხყოფილი. ჩემი პასუხი იყო, რომ მისი გვარი არის ბრეგვაძე, ყველამ რომ ერთ მშვენიერ დღეს ბრეგვაძე მეძახოს მაინც შეურაცხყოფილი ვიქნები იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი სახელი და გვარი. გამომძიებელმა ბრეგვაძემ მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, "ცეცხლს ეთამაშები" არის მუქარა. ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ის ხუმრობდა, ანუ სიტყვა "გამოკვლეებული“ თურმე არ ყოფილა ხუმრობა და ცეცხლს ეთამაშები ყოფილა ხუმრობა,“- აცხადებს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება პროკურორის პოზიციას მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ნიკა გვარამია გამოიკითხა დღეს სასამართლოში, ვინაიდან ეს იყო მისი სურვილი დაკითხულიყო სასამართლოში და არა საგამოძიებო ორგანოში. ბერძენიშვილის თქმით გამომძიებლის მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონდა და გვარამიას მხრიდან ეს მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. 

დღის ამბები