16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი საკვების 80%-ს უბრალოდ ვერ იღებს - აკაკი მინაშვილი

მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში დედა, გიული ალასანია ხვდება. გორის ჰოსპიტალში ის ცოტა ხნის წინ შევიდა. მანამდე ყოფილი პრეზიდენტი უკვე მოინახულეს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა და მისმა თანაგუნდელმა, "ნაციონალური მოძაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა.

როგორც აკაკი მინაშვილმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად ენდოკრინოლოგის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულფასოვან კვებაზეა გადასული, მან იხილა ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტი  ვერ ახერხებს სრულფასოვან კვებას.

"რაც შეეხება ექიმის, ქალბატონი გიორგაძის  განცხადებას, მიუხედავად იმისა, მან თქვა, რომ სრულფასოვან კვებაზეა გადასული, ფაქტი, რასაც ჩემი თვალით შევესწარი არის ის, რომ საკვების 80%-ს უბრალოდ ვერ იღებს," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წუხს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და მუშაობს კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე.

დღის ამბები