16 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
რა უბიძგებს მხარეებს პოლიტიკური შერიგებისკენ და ვის როგორ ესახება ინკლუზიური შეთანხმების პროცესი - განსხვავებული მოლოდინები თანამშრომლობაზე

პოლიტიკურ შენდობასა და შერიგებებზე დაპირისპირებულმა მხარეებმა საუბარი საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიწყეს.

გამომსვლელების უმრავლესობა აქცენტს კვლავ იმ პოლიტიკურ ძალაზე აკეთებდა, რომელიც ისევ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. რა მიიყვანს მხარეებს პოლიტიკურ შერიგებამდე, ამისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს, კონკრეტული ხედვა აქვს.

ის, რაც ოპოზიციისთვის არსებული ვითარებიდან გამოსავალია - "ქართული ოცნებისთვის" პოპულიზმია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პოლიტიკური შერიგების წინაპირობა, ერთი მხრივ ოპონენტების მხრიდან წარსულში ჩადენილი დანაშაულების აღიარებაზე გადის.

მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც თანხმდებიან, თუმცა პოლიტიკურ შერიგებას სკეპტიკურად უყურებენ.

პოლიტიკურ შერიგებაზე საუბრის პარალელურად, აქციებს აანონსებს "ნაციონალური მოძრაობა". საკუთარ თანაგუნდელებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ მიხეილ სააკაშვილმა. პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით მიზანი ვერ მიიღწევა, გამოსავალს კი თავდადებასა და წინააღმდეგობის კერების შექმნაში ხედავს.

რიტორიკის ცვლილება და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლა  - ეს არის "გასაღები", რომელიც ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკურ შერიგებას უზრუნველყოფს.

პოლიტიკურ შერიგებაზე საუბარი პოლიტიკურ პარტიებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტში მონაწილეობისას პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დღის ამბები