16 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ნათია თურნავა აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.

ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის, ისე - საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთს სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.


დღის ამბები