პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია.
ამასთან, პრემიერმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტერბერგთან ერთობლივი პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, შესაბამისად, ქვეყანას დიდი იმედი აქვს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება საბოლოოდ ძალაში წარმატებით შევა :
"ჩვენ,ამ ეტაპზე, გაგვაჩნია ყველანაირი პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესვლისთვის და ვთხოვთ ჩვენს მოკავშირეებს, მიიღონ პრაქტიკული, ან პოლიტიკური გადაწვეტილება, რომელიც საბოლოოდ, საქართველოს ნატოში შეიყვანს.
ბუქარესტის სამიტზე ასევე გაკეთდა განაცხადი საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც აქტუალურია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება საბოლოოდ ძალაში შევა. ამის საფუძველზე ვსაზღვრავთ ჩვენს საგარეო პოლიტიკის კურსს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი არჩევანის წარმატებული განხორციელება რელევანტურია, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ნატოსთვის.
ნატოს ძალების წარმომადგენლობა საქართველოში მუდმივად იზრდება. საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. მე მსურს მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ ასეთი ერთგულებისათვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.