კახეთის გუბერნატორი სიცრუეს უწოდებს "ნაცმოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირაკლი შიოშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებით შეკრება მოაწყო, თელავის მიმართულებით კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაბრუნდა და გზად სახლმწიფოს კუთვნილებაში არსებული მანქანა დაამტვრია.
"მოვითხოვ შსს მხრიდან, სასწრაფოდ გამოაქვეყნონ ირაკლი შიოშვილის ალკოტესტის შედეგები, სადაც უტყუარად დადასტურდება, რომ ის იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ,“- ამბობს გიორგი ბოტკოველი.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი უარყოფს ენმ-ის თავმჯდომარის მოადგილის ბრალდებას. შიოშვილი ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება, ენმ-ის ბრალდების საპასუხოდ კი აცხადებს, რომ ის გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას და შეუძლებელია ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილიყო.