ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელია შესული. გამომძიებელმა, მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მიხელ სააკაშვილი ხელმეორედ უნდა გამოკითხოს. ექსპრეზიდენტის გამოკითხვას ესწრება მისი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძეც.
"დაისმება ყველა ის შეკითხვა, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. ის ინფორმაცია, რაც პირველი გამოკითხვისას არ იყო ცნობილი და დაფიქსირებული, რაც შემდეგ გაჟღერდა სასამართლო პროცესებზე და რაც მან დააფიქსირა მასმედიის საშუალებით. ყველა ამ გარემოების ირგვლივ მოხდება მისი გამოკითხვა. ყველა ის პირი არის გამოკითხული, ვისაც რაიმე ინფორმაცია შესაძლოა ჰქონოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც,"- აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში დილიდან იმყოფება ექსპრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ის გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას ფარმაკოლოგიურ წამებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ომბუდსმენს არ უხსენებია, რომ მიხეილ სააკაშვილზე არ განხორციელება ფარმაკოლოგიური წამება.
"სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ ფარმაკოლოგიური წამება არ ხორციელდება, სახალხო დამცველს მსგავსი არ დაუდგენია; უფრო მეტიც - სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და ეს მკურნალობა არ ხორციელდება აქ. ფარმაკოლოგიური წარმოების საკითხზე სახალხო დამცველს არ უმსჯელია და ვინც ამას გეუბნებათ, შეცდომაში შეჰყავხართ. პირიქით - სახალხო დამცველმა მედიკამენტების ჩამონათვალიც კი გააკეთა, თუ რას იღებდა მიხეილ სააკაშვილი,"-აცხადებს ადვოკატი.