16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
არანაირი არჩევნები და არანაირი სხვა თემები, ერთადერთი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები - მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმების კონტურები არ დასახულა, არამედ მხარეებმა ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინეს:

"არანაირი არჩევნები და არანაირი სხვა თემები. რეალურად ერთადერთი თემა, რომელიც შეხვედრის დაორგანიზების დროსაც იყო გახმოვანებული და დღევანდელი შეხვედრის დროსაც, ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რა მიგვაჩნია სწორად და რა არასწორად. შეთანხმების პირობებზე ვლაპარაკობდით, მათ შორის გავიხსენეთ ძველი შეთანხმებებიც, რა არ გააკეთეს მათ. რა თქმა უნდა, არ გაგიკვირდებათ და მათაც ჰქონდათ აქეთ პრეტენზიები. რამდენად სამართლიანი იყო ამაზე აღარ შევჩერდები. ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი შეხვედრაც არ ყოფილა.

არათუ რაიმე შეთანხმებაზე და მის კონტურებზე შეიძლება იყოს დღეს საუბარი, არამედ შემდეგი შეხვედრის თარიღიც კი არ გვითქვამს. ეს არ იყო ოფიციალური, ან ფორმალური შეხვედრა, უბრალოდ გუშინ დავილაპარაკეთ, რომ მოდით ერთმანეთის აზრები გავიგოთ საკონსტიტუციო ცვლილებების სხვადასხვა დეტალებთან მიმართებაში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები