16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
რა როლი ექნება ეკლესიას შერიგების პროცესში - "ეს უნდა იყოს შეცდომების აღიარებაზე, შენდობის თხოვნაზე და შენდობის მიღებაზე დაფუძნებული" 

როგორი იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრის შერიგების პროცესში, თუ ეს პროცესი ნამდვილად დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა. მისი თქმით, შერიგების რეცეპტს ეკლესია ისედაც მუდმივად იძლევა. მთავარია რომ ეს რეცეპტი მხარეებმა გაითვალისწინონ:

"ეკლესია მუდმივად იძლევა ამ რეცეპტს როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების ერთსულოვნებისკენ მოძრაობა და რა არის ამისათვის საჭირო, რომ ჩვენ უფრო მშვიდ გარემოში ვცხოვრობდეთ და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანები ივიწყებდნენ ამ წყენას. პირველ რიგში რეცეპტი, რომელსაც იძლევა ეკლესია და როგორც ბავშვს არ უნდა წამლის მიღება, ისე არ უნდათ მიღება ამის, ეს არის, ის რომ ვინც რამე გადაცდომა ჩაიდინა და დააშავა, უნდა აღიაროს და შენდობა ითხოვოს და ისეთი გულწრფელი უნდა იყოს ეს რომ დაზარალებულმა უნდა სთხოვოს და უნდა შეუნდოს. მე ზოგადად ვამბობ ქრისტიანულ წესს და ამაში ყველა თავისთავს ამოიცნობს, ყველას ეხება, ვისაც რაიმე დაპირისპირება აქვს სხვასთან და შერიგებას ცდილობს," - განაცხადა დეკანოზმა.

კითხვაზე იქნება თუ არა ეკლესია ის პლატფორმა, სადაც შერიგება უნდა შედგეს, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ეს ახალი პლატფორმა არაა და ეკლესია ამ ფუნქციას მუდმივად ასრულებდა, მთავარია ეს შენდობის თხოვნისა და მიღების პრინციპზე იყოს დაფუძნებული:

"ახალი არ იქნება ეს პლატფორმა. ეკლესიის წიაღში შემოსვლას ეკლესიის ტერიტორიაში შესვლად ნუ ვიგულისხმებთ, ეს ნიშნავს ყველაფერ იმის გაცნობიერებას რაც ვთქვი აქამდე, რომ ეს უნდა იყოს ერთმანეთის სიყვარულზე, შეცდომების აღიარებაზე, შენდობის თხოვნაზე და შენდობის მიღებაზე დაფუძნებული. სხვანაირად ძალიან ძნელია საზოგადოებას მოვუწოდოთ რომ დილიდან ყველაფერი დავივიწყოთ. რაღაცა ხომ უნდა ისმოდეს იმის მიმანიშნებელი,რ ომ მეტს აღარ ვიზამთ რასაც ვაკეთებდით, თუ არ იქნა ნათქვამი რომ შეცდომა იყო რასაც ვაკეთებდით, მაშინ როგორ ვრიგდებით? "- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები