"ლელოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივით "ეროვნული თანხმობის" მიღწევის იდეას "ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან მიღების დროს პოლიტიკოსებს საუბრისა და ერთმანეთთან იდეების გაზიარების საშუალება მიეცათ.
"ნაძვის ხის გასაწყობად არ მივსულვართ, ცხადია. პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ იყო შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოსაზრებები გაგვეზიარებინა როგორც პრეზიდენტისთვის, ისე ერთმანეთისთვის. ეს გზავნილები უნდა გადაითარგმნოს დროულად და ეფექტიანად კონკრეტულ ნაბიჯებში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ვნახოთ. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ პროცესს, გასაგები მიზეზების გამო. არის ასეთი გამოთქმა - პროცესს უნდა მივცეთ შანსი,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.