ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს იუსტიციის მინისტრს უსმენენ. როგორც რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში მიწების 1/3 ნაწილი ისევ დასარეგისტრირებელია, რაც დიდ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
"ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება",- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.