16 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს კომპენსაციის ჩარიცხვის ვადა დეკემბრის ბოლომდე განესაზღვრა - იუსტიციის მინისტრი

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს კომპენსაციის ჩარიცხვის ვადა დეკემბრის ბოლომდე განესაზღვრა. ამის შესახებ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალურ კომპენსაციას, რომელიც რუსეთს დაეკისრა, რუსეთი ევროპის საბჭოს ანგარიშზე გადარიცხავს, ამ მიზნით კი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მემორანდუმზე, რომლის მიხედვით, რუსეთს თანხის ჩარიცხვის ვადად დეკემბრის ბოლო განესაზღვრა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

დღის ამბები