16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტის ბიძა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს - ადვოკატის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის 

ყოფილი პრეზიდენტის ბიძა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. საქმე ეხება უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.

გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტის ბიძას გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა დეტალებზე ისაუბრა მისმა ადვოკატმა.

ბექა ბასილაიას თქმით, ეს ჩანაწერი ავთენტური არ არის:

"გამოძიება დაწყებულია უკანონო მოსმენებზე და უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე. ამ დროს, კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე. უნდოდათ, რომ ვინმეს იქ დაედასტურებინა, რომ ეს რეალური ჩანაწერია, იმისთვის, რომ დაეორგანიზებინათ ხალხი, რომ შემდეგ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ თემურ ალასანია ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერები,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

საუბარია ჩანაწერზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიასთან საუბრობს. შინაარსი კი, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზების გეგმებს მოიცავს. ასევე, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიკვიდაცია. გარდა ამისა, საუბარში თემურ ალასანია შეურაცხყოფით მოიხსენიებს ქართველ ხალხსაც. 

 

 

დღის ამბები