16 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
მივა თუ არა მიხეილ სააკაშვილი 23-ში სასამართლო პროცესზე - როგორია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი ისევ გორის სამხედრო ჰოსპიტალშია და რეაბილიტაციას განაგრძობს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მას სისუსტე აღენიშნება, რის გამოც შესაძლოა სასამართლოს მომდევნო სხდომას არ დაესწროს. ჰოსპიტალში ასევე იმყოფებოდა ელენე ხოშტარია.

პარლამენტის წევრი, პარტიის ”დროა” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ამბობს, ექსპრეზიდენტს უჭირს საკვების მიღება, რაც თავისთავად აფერხებს ძალების აღდგენის პროცესს.

ტელეკომპანია ”მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და დაკლებული აქვს წონაში. როგორც გვარამიამ აღნიშნა, თუ  სააკაშვილის მდგომარეობა ასე გაგრძელდა, მისი რჩევა იქნება, რომ სასამართლო პროცესს არ დაესწროს.

დღის ამბები