"გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას" - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების, შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე. მინისტრის თქმით, მედია ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განცდა, თითქოს რაღაც ხდება.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას - შერიგებასთან დაკავშირებით, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ზოგადად შერიგება დადებითი ცნებაა.
"იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, თქვენ ყოველთვის ცდილობთ განცდა შექმნათ, თითქოს რაღაც ხდება. არასწორია ეს! ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე, გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას!
ზოგადად, შერიგება როგორც მცნება დადებითია, მაგრამ როგორ იქნება, რას დაეფუძნება, იქნება თუ არა შერიგება გულწრფელი ოპოზიციის მხრიდან, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ,"- განაცხადა თურნავამ.