16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
გორის ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც გორის ჰოსპიტალში ექსპრეზიდნეტის რეაბილიტაცია დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის კვლავ რუსთავის N12 პენიტენციურ ​დაწესებულებაში დააბრუნებენ.  

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე გუშინ, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში. აქვე ვთქვი, რომ მას შემდეგ რაც მას გამოწერენ გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი იქნება რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში,"- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები