მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღეს ალტერნატიული კომისიის წევრები მოინახულებენ. ექსპრეზიდენტთან დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა.
ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა ვიზიტთან შედარებით ექსპრეზიდენტის ფიზიკური მონაცემები გაუარესებულია.
"როგორც მითხრა დაახლოებით დაკლებული აქვს 7 კილო და ძალიან გამხდარია. თვალში საცემია, რომ ძალიან უჭირს გადაადგილება. ღამის ძილი არ აქვს მოწესრიგებული, რაც არის ნევროლოგიური ფაქტორი. პრაქტიკულად აქვს ძალიან სერიოზული პოსტტრამვული სინდრომი, რომელიც განვითარდა წამების და არა ადამიანური მოპყრობის შედგი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.