16 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
რა შედეგებით დასრულდება შერიგების ინიციატივა - ორშაბათიდან სალომე ზურაბიშვილი პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების რეჟიმზე გადადის 

რა შედეგებით დასრულდება შერიგების ინიციატივა - ორშაბათიდან სალომე ზურაბიშვილი პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მოლაპარაკებებს იწყებს. შეხვედრაზე მივლენ ის პარტიებიც, რომლებიც ორბელიანების სასახლის მიღებას არ ესწრებოდნენ. მათ "შორის ნაციონალური მოძრაობა" და ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალებიც. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი საკითხები მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა და პოლარიზაციის დასრულება იქნება. 

შერიგებასთან დაკავშირებით უცვლელია "ქართული ოცნების" პოზიცია, უმრავლესობამ დღეს ოპონენტებს საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

ვიდრე მოლაპარაკება დიალოგის რეჟიმში დაიწყება, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის მისამართით პოლიტიკურ გზავნილებს საჯაროდ აჟღერებენ. მმართველი გუნდის თავმჯდომარე მთავარ ოპონენტებს ურჩევს, ჯერ საკუთარ ხალხს შეურიგდნენ, შეწყვიტონ საპარლამენტო ბოიკოტი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ.

თანხმობის მიღწევა ძნელად წარმოუდგენიათ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პროცესს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" რიტორიკა ართულებს.

თანხმობა, როგორც იდეა ყველას მოსწონს, თუმცა უჭირთ თქმა, აქვს თუ არა ინიციატივას პერსპექტივა. ამ პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტის მხრიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას გამორიცხავს, რაც "ნაციონალური მოძრაობისგან" ეროვნული შერიგების პირობად სახელდებოდა.

კონსულტაციების დაწყებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომავალი კვირიდან უნდა ველოდოთ. როგორც დაანონსდა, პროცესში პოლიტიკური აქტორების გარდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების იქნებიან ჩართული.

დღის ამბები