"სომხეთი ძალიან აფასებს საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას," - წერს ტვიტერზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
სოციალურ ქსელში ის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
ასევე წერს, რომ სომხეთი ორ ერს შორის, ყველა სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. მათ შორისაა: ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ წელს უკვე მეოთხედ შეხვდა.