16 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ასეთი პროცესი ყოველთვის იწყება ჯერ აღიარებით, შემდეგ მონანიებით, ამის შემდეგ დგება უკვე დიალოგი შერიგებაზე - რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკური მხარეების შერიგების თაობაზე დადებითად აფასებენ "ქართულ ოცნებაში".

უმრავლესობაში ამბობენ, რომ მზად არიან შერიგებისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და კორსტრუქციულ დიალოგზე საუბარი მაშინ, როდესაც მეორე მხარე აქციებს აანონსებს, მათთვის მიუღებელია.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, მიხელ სააკაშვილს მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა აქვს ქართველი ხალხის წინაშე. 

"იმ ფონზე, როდესაც ისინი აქციებს აანონსებენ პატიმრის გამოსახსნელად, რომელიც დამნაშავეა უკვე ორ საქმეზე და მიმდინარე საქმეებიც არსებობს, ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც სრულიად საზოგადოება თანხმდება, რომ მას მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა არ ისახავს მიზნად შერიგების პროცესის შედეგამდე მიყვანას,“- ამბობს ნინო წილოსანი.

როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, შერიგების იდეა კარგია, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. 

"მსგავსი პროცესები ყოველთვის იწყება ჯერ აღიარებით, შემდეგ მონანიებით. ამის შემდეგ დგება უკვე დიალოგი შერიგებაზე. ჩვენ ვხედავთ საპირისპირო მოვლენებს, "ნაციონალური მოძრაობა“ არც ამჯერად არის გულწრფელი, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას, საქმიან და პროაქტიურ პროცესს,“- ამბობს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები